პოეზია · ლირიკა
გამოგლოვილი დრო
ბევრი დღე-ღამე გამოვიგლოვეჭმუნვა-ჭიდილში ბედის ავდრებთან...ყოველი წუთი სევდას მიტოვებს,ის კვდება მხოლოდ, რაც იბადება!სიბერე მტაცებს ნელ-ნელა ძალასდა ფერდშელეწილ ქარს ვგავარ მკივარს...ტკივილებს ზოგჯერ ქურდივით ვმალავდა რასაც მალავ, ის მეტად გტკივა!ვის ესმის სულის გვემა და ტანჯვა,მოდის სიბერე, როგორც აფთარიდა შეშლილს ლექსი გისინჯავს მაჯას,ლექსი-ტკივილთა თავშესაფარი.ჯერ ისევ ცისკენ გეწევა ფრთებიდა მიუწვდომლის მიწვდომას ლამობდა უსიკვდილო სიკვდილით კვდებიყველაფრისა და... არაფრის გამო!დრო აფთარია და კიდევ აფთრობს,ზღვებს მთებად აქცევს,მთებს კიდევ-ზღვებად...გამოგლოვილი დრო, _ ღმერთის სატრფო, _დაუტირებელ კუბოში წვება...