პოეზია · ლირიკა
და მეჩვენება
შენზე ოცნებას ავედევნები,ვით ჭრელ პეპელას თვალები ბავშვის...მომელანდები მზე-მოჩვენება,მოვა საღამო და უმალ წაგშლის.ვისთვის შრიალებს ასე შენიღბვითშენი ცისფერი სულის აფრები...მხოლოდ შენს გამო,მხოლოდ შენით ღირსვმონებდე ტკივილს, სულში ჩაფრენილს.ნეტავ შენი მზე რამ წამიკიდა,ვინ დაადევნა ქარებს ძახილი?..ვინ მიაწვდინა თვალი ცის კიდეს,მზე ვინ იხილა მიწას დახლილი?!ო, მბრძანებელო, გული ინებე, _სიყვარულისთვის ხომ არ მიწყრები?..არ ჩაწყნარდება ჩემში ის ვნება,ცეცხლში რომ მახვევს თავდავიწყების.გეალერსება ფიქრი-ფარეზი,მიზიდავს შენი ბაგე-ჭინჭილადა მეჩვენება: ვდგავარ მთვარეზედა დედამიწა ხელში მიჭირავს.