↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყრმა კოლაელნი

ალიმონაკი ლერი

2002-07-121 წთ საკითხავი514 ნახვა

—
ოდეს სიბნელე ჩაწვება ხევში,მიეძინებათ ფერშეცვლილ ჩრდილებს,ცოდვის დედანი სანთლებით ხელშიჩოქვით ეძებენ ჩაქოლილ შვილებს.ხოლო მამანი ველად დაძრწიან,მგლებს არისხებენ მძვინვარე თვალებს,ხედავენ: ყრმანი მარცვლეულს მკიანდა პურის თავთავს უწვდიან მამებს.გვირილებისგან გვირგვინებს წნავენ,თავზე ადგამენ მონანულ დედებს,სისხლში სტოვებენ უმანკო გვამებსდა მიჰყვებიან ღვთაებრივ გედებს.ცოდვის დედანი, მწუხრის ჟამნისას,დაარისხებენ მდუმარე ზარებს,მოელანდებათ ძენი ღამისადა მუხლს უყრიან ყრმა ქრისტეანებს.

ალიმონაკი ლერი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი