↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხვედრი

ალიმონაკი ლერი

2002-07-122 წთ საკითხავი516 ნახვა

—
აჰა, ესერა მოახლებულ არს ჟამი დაძე კაცისა¡ მიეცემის ხელთა ცოდვილთასა.მათეო, დადგა ჟამი სამუდამო ფერისცვალების,გარდაცვალების და უკვდავების.მოვიდა ჟამი და შედგა წამი, შეწყდა ბრუნვა მარადიული.ცივი სიჩუმე დაეუფლა გარდუცვლელ წამებსდა გავირინდე სიმარტოვის უხსოვარ გარსში.დადგა ჟამი. მეწამული ელვარებს სივრცე,ელავს ხვედრი – მზის წყვდიადში ჩასახლებულიდა ციურ ტბებში ღვთიურ სიტყვად ამოვლენილი.შეჩერდა წამი... და ჰა, მოდიან!..მოუძღვის იგი – ქვეყნიური ცოდვით ცოდვილიდა მონანიე – ათასწლებში უარყოფილი.მისი ამბორი უგრძნობი და საწყალობელი:ჟამიდან ჟამში ივლის მარად, არსიდან არსში,როგორც აჩრდილი დაკარგული სამყაროების.შეჩერდა წამი და გაიმქვრა წმინდა წყვდიადი,ნისლში აღიძრა შორეული პირამიდები, _ვით ჟამუძრავი უფსკრულები და საძირკვლები.მიხმობს ხვედრი ათასწლეული:სარკოფაგთა წყვდიადებში ჩასახლებულიდა უხსოვარი სიმარტოვით ამოტვიფრული.ო, იოანე, სადა ხარ ახლა?!სად დაფარფატებს სული შენი – ნათელმხილველი?!ირგვლივ სძინავთ მიწიური ხვედრით დაღლილებსდა მოვუხმობ შენს წმიდა სულს, შენს ნაგვემ სხეულს.მინდა ვემთხვიო შენს ჩამქრალ თვალებსდა წავიდე _ აღვასრულო აღსასრულები.გარდუვალობის უხილავ წრეზეისევ ანთია სისხლისფერი შარავანდედიდა ქარიშხლიან უდაბნოთა მწუხარე ფიქრითეთრად ანათებს ჩემს წამებულ ხვედრს,ჩემს ფერმკრთალ სახეს.ხოლო ამბორი – მიწიური ცოდვით ცოდვილი:ჟამიდან ჟამში ივლის მარად, არსიდან არსში,როგორც აჩრდილი დაკარგული სამყაროების.ირღვევა მიწა, ყრუ გუგუნი მოუხმობს ზეცას.ისევ იღვიძებს გვამთა ხსოვნა და სასოება,იღვიძებს არსთა ათასწლეული.სარკოფაგებში – დიად აზრთა საპყრობილეში:იღვიძებს სული – ჩამქრალი და დავიწყებულიდა მიხმობს ხვედრი გარდუვალი,ტანჯვა და ჯვარცმა უუმაღლესი.მე მზად ვარ, ჩემო შორეულო პირამიდებო!მზად ვარ, ჩემო მზედახშულო სარკოფაგებო!ჩემო ქურუმნო და მოძღვართა მოძღვართ მოძღვარნო!მე მზად ვარ, ჩემო მაწამებელნო!მე მზად ვარ – მსხვერპლი! მე მზად ვარ – მხსნელი!ხოლო ამბორი – უგრძნობი და საწყალობელიდა მონანიე – ათასწლებში უარყოფილი:ჟამიდან ჟამში ივლის მარად, არსიდან არსში,როგორც აჩრდილი დაკარგული სამყაროების.ო, დადგა ჟამი ღვთაებრივი გარდაცვალების,ფერისცვალების და უკვდავების.

ალიმონაკი ლერი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი