პოეზია · ლირიკა
თოვლი ქალაქში
ცივი სითეთრით ჩამოდის თოვლი,თბილია თოვლშიც შენზე ოცნება...გადაკარგული სიზმრები მოვლენ,მოვლენ ტკივილად და გაოცებად.დაგეძებს სული-სევდის დობილი,ციდან ჩამოდის თოვლი ქათქათით,და თეთრ კაბაში გამოწყობილი,დედოფალივით მოჩანს ქალაქი.