პოეზია · ლირიკა
*** "დაგტოვე, როგორც ზღვაში კუნძული"
დაგტოვე, როგორც ზღვაში კუნძული,დაგტოვე ჩემი ტრფობით მწყურვალი _სავსე მტევანი, ვით დახუნძლული,ჯერ ამ მკლავებით დაუწურავი.დაგტოვე... თითქოს შუქი გაგიქრეს,შეგიკრთა გული და შეგეშინდა,ცეცხლი შევუნთე მაგ შენს საფიქრალსდა დაგიკარგე სულის სიმშვიდე.დაგტოვე... ვიცი, ალბათ, მემდური,რადგან გითხარ და ვერ დაგიმალე,შენი თვალები, ვით საყვედური,თან დამყვებიან დღე და ცისმარე...