↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "უხმოდ"

მორჩიაული თენგიზ

2011-07-121 წთ საკითხავი9677 ნახვა

—
უხმოდ, უსიტყვოდ მიქრობენ სანთლებს,ვთრთი და ვკანკალებ, როგორც შენდობა.მოდის და შენ თავს ვიღაცა მართმევსდა მიმსხვრევს სულის წმინდა შენობას.მოდის და ჯავრობს, მოდის და ჩქარობს,წუთი მიდის და წუთი ითვლება...გადაედება სარკმელში მთვარესჩემი სიმშვიდე და გაფითრება.ათასი ხმა და ათასი ბგერაყურში ჟრიალებს, როგორც ეჟვნები,შენ ყვირი, ტირი, შფოთავ და ღელავდა მკლავებიდან ვეღარ ეშვები.და საცოდავი შენი კივილიჰაერს კაწრავს და სივრცე ინთება...და ჩემი გულის ყველა ტკივილიამიჯანყდება და ამტკივდება,მე ვწევარ ასე, ვეღარ ვერევინაჯახს,რომელიც მხანჯლავს და მამტვრევსდა დაწყვეტილი სისხლის ვენებიჰგვანან ღამეში ანთებულ სანთლებს.შავი ჩრდილები, როგორც მთვრალები,დაბარბაცებენ ვარდისფერ ალში...და ამღვრეული ჩემი თვალებიეძებენ გზას და ეძებენ საშველს.ფერი ეცვლება სხეულის ნაკვთებს,სიკვდილის სუსხი შემოაქვს ნიავს.მოდის და შენს თავს ვიღაცა მართმევს,მგონია, ჩემი სიცოცხლე მიაქვს.

მორჩიაული თენგიზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი