↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რთველია, რთველი!

მორჩიაული თენგიზ

2011-07-121 წთ საკითხავი9678 ნახვა

—
სიმძიმით დაბლა იხრება ვაზი,თვალს ვერ ვაცილებ დაბინდულ მტევანს,ო, როგორ გითხრათ, ამ სილამაზისნამდვილი ტყევ ვარ.ეს მშვენებაა, მართლაც ზღაპრული,მართლაც ასეა, და განა არ ჩანს?როცა ქვევრებში გააქვს დგაფუნილალისფერ მაჭარს.დავალ ნამიან ლორთქო ბალახზე,ვგრძნობ, ნიავივით გრილია მიწა,გულს ემღერება... ვხედავ, მაღლა მზეოქროს თმებს იწნავს.კვლავ მტევანდაყრილ ვაზებს დავხარი,ხარობს გულსავსე ალაზნის ველიც,ისმის მარნებში სიცილ-ხარხარი,რთველია, რთველი!

მორჩიაული თენგიზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი