პოეზია · ლირიკა
ვაი, რა ცოტანი ვართ
(ნაწყვეტი ლირიკული პოემიდან `ფიქრები საქართველოზე~)მე ერთი პაპა მყავდა, რჩეული გვარ-ტომთა,უყვარდა გაზაფხული, ყვავილთა ფანტელები...სულ იმას იძახოდა, სულ იმას ამბობდა:_ ვაი, რა ცოტანი ვართ დღეს ქართველები!შრომობდა, იღვწოდა, სწყუროდა, შიოდა...ბევრჯერ მისი ოფლით მორწყულა ველები,შინ იყო თუ გარეთ, სულ იმას ჩიოდა:_ ვაი, რა ცოტანი ვართ დღეს ქართველები!ჰყავდა ცხრა შვილი _ ოჯახის ფუფუნება,მაღალნი, თამამნი, ლამაზნი, ჯანმრთელები...და მაინც სწუხდა და სულ იმას ბუზღუნებდა:_ ვაი, რა ცოტანი ვართ დღეს ქართველები!კვდებოდა, ეცლებოდა სული _ ზღვის ტალღა,მკერდს ეწყო გაყინული ვეება ხელები...კვდებოდა ბერიკაცი და მაინც იძახოდა:_ ვაი, რა ცოტანი ვართ დღეს ქართველები!ვდგავარ მის საფლავთან,დარდს გულის კარს ვუღებ,მწვავს ფიქრი მამულის სუნთქვით ნაფერები...და მეც პაპასავით მტკივა და მაწუხებს,რომ დღეს ცოტანი ვართ მართლაც ქართველები!