პოეზია · ლირიკა
*** "მე შენზე დიდხანს ვფიქრობდი გუშინ"
მე შენზე დიდხანს ვფიქრობდი წუხელ,ვიყავი სავსე ღვინით და მთვარითდა მაგ პატარა, ხორბლისფერ მუხლებსვეფერებოდი ცრემლიან თვალით.შენი თმები და მკლავები მსურდა,და მელეოდა უშენოდ გული...ჩემი ჩურჩული და ხშირი სუნთქვაშორს, სიბნელეში მიჰქონდა დუმილს,და შავი ფრთებით მოსილი შიშისულში ტოვებდა ტკივილზე ტკივილს...და ვქანაობდი გატეხილ ძილში,ვით მდინარეში ჩაშლილი ტივი.ვიყავი ღვინით და მთვარით სავსე,კრთოდა დუმილი მღვრიე და ნელი...სხვა არაფერი მოჰქონდა ქარსაც,შენზე ფიქრის და ოცნების მეტი.