პოეზია · ლირიკა
* * * "ჩემი სამშობლო"
(ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო)
ჩემი სამშობლო ერთი მუჭა მიწაა,ერთი ღერი ყვავილის სამყოფი მიწა,რომელიც მუდამ გულის ჯიბით დამაქვს.პერიოდულად, ჯიბიდან ვიღებ ცოტ-ცოტას დამტერს თვალში ვაყრი, დასაბრმავებლად.ცოტაა ჩემი სამშობლო და ბევრია მტერი -რომელ ერთს გინდა, აუხვიდე, კაცი,ან რამდენს გინდა, თვალი დაუვსო?!ბევრია მტერი და ცოტაა ჩემი სამშობლო,იმდენად ცოტა, რომ ამ ბოლო დროს,ჯიბისკენ ხელის წაღებისაც კი მეშინია -ვაითუ, რაც იყო, ისიც არ დამხვდეს, ვაითუ,იმ ერთ ყვავილსაც აღარ ეყოს, გასახარებლად.