↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იქნებ მეც გითხრა

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

2026-07-181 წთ საკითხავი3122 ნახვა

—
სალამი უძილობის მეკობრენო!სალამ ოცდამეერთე საუკუნევ!სალამი სიყვარულის აკლდამებო!
რა ვქნათ?! თუ აღარ ვარის ახალგაზრდა, თბილისელი აშუღი ბიჭიშეყვარებულს რომ მაისის ვარდებს ჩაახუტებს,კვირაში შვიდჯერდა ეტყვის:
გამარჯობა!გამარჯობისვის ნუ დამძრახავ!უბრალოდ მომესალმე!..თვალები დახარე და წამწამები დააფახულე,მერე თვალი, თვალში გამიყარედა მითხარი, რომ ყველაზე წითელი სისხლისფერი ვარდებიდან,ყველაზე გულუბრყვილო სიყვარული ავარდადა მკერდში ჩაგეღვარა!..
მითხარი, რომ როდესაც გძინავსუჩემობას განიცდი მხოლოდ.
რომ არ არსებობენ რეალობები!და არ არსებობენ არარეალობები,სადაც მე არ ვარ! (შენში)
მითხარი,რომ ყველაზე გრძელი სიზმრებიდან,ყველაზე დიდი უჩემობა,ოთახიდან ოთახში გაბნეული,შენი თმების სურნელზე უფრომოკლე და იშვიათიინტერვალია...
მითხარი, რომსაათები, რომელიც ჩემს ლოდინშიოთახიდან მზესავით გადის...და გაღმა მთებზე, მოწეულიბროწეულივით იწურება,გიყვარს და გათბობს.
რომრაც ჩვენს შორის ღმერთია ახლა,მთელ სამყაროს ეყოფოდა...გადაფარავდა...
მერე იქნებ,მეც გითხრა რამე.
გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი