პოეზია · ლირიკა
მუხამბაზი ლათაიური
ლოთებო, ნეტავი ჩვენა,დღეს მოგვეცა შვება-ლხენა,შემოდგომამან ბახუსი,საწნახელში ჩააყენა!
რაგინდ ზამთარი ჰყინავდეს,გინდ ყვავიც ვეღარ ჰფრინავდეს,ვერ შეგვაშინოს სიცივემ,თუ თავში ღვინო ბრწყინავდეს.
მინდა ვსვა - საღვინე მამე,მოძღვარო, დასტური დამე!წყლის ყლაპვა ცოდვილთ წესია,წარღვნაა ამის მოწამე.
ნოემ რა ერთხელ ინებაყურძნის წვენისა გემება,თვითონ ნუნუას მიუჯდა,წყალი პირუტყვთ დაანება.
ვაჟკაცნო, მოდით დავლიოთ,სჯობს რომე ღვინო დავძლიოთ.ომამდინ სისხლად იქცევა,მერმე ბრძოლაში დავსთხიოთ.
რა ომის ცეცხლი ასტყდება,ბრძენი სიფრთხილით წახდება;მაგრამ ღლეული მაშინვეან მოჰკლავს, ან შეაკვდება!
ჭკვიანო, ნუ შვრები ყბედვით,შენ წინ ვერ მიხვალ გაბედვით.გულს ომამდისვე გაიხეთქგანსაცდელთ წინასწარ ხედვით.
დავეხსნათ ცოდვილთ ქებასა,ღვინო სჯობს ყოველს მცნებასა.ბრძენი სულ სიკვდილსა ფიქრობს,და ლოთი გამარჯვებასა.
აქიმო, თუ გაქვს ქამალი,ჰსცადე ეს ჩემი ნასწავლი:რაც სენი უკურნალ იყოს,ღვინოა იმის წამალი!
ბერებო, თქვენც მეთანხმებითღვინის ქებისა ხსენებით,რჯულისთვის მაინც დავლიოთ,მაჰმადის გამოჯავრებით.
ამა სოფლისა ცხოვრებავერცხლით არ მოიპოვება:მდიდარნი ბევრნი ყოფილან,ოხრათ რჩენიათ ქონება.
მაშ მოდით ისევ ღვინითადრო გავატაროთ ლხინითა:ქეიფი მაინც მოგვივა,გოგრითა ვსვათ, თუ ჩინითა.
როს დავესწრათ გაზაფხულსა,ველსა ვსხდეთ მწვანით შემკულსა,ჩვენ წითელს ღვინოს ვეწაფნეთ,ვარდი ვანებოთ ბულბულსა.
ოჰ, საყვარლისა ვერ მნახო,როდემდის იგლოვო: ”ახ-ო?”აბა შენც ჩვენთან ჩაღლივე,თუ რომ შენც არ შემოსძახო!
ზაფხულს ღამე თუ დილითა,ვერვინ ვერ იშვებს გრილითა;ჩვენც სიცხე ვერას დაგვაკლებს,ვსთვრეთ, გავატაროთ ძილითა!