↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დუგა

ჭავჭავაძე ალექსანდრე

2026-07-181 წთ საკითხავი3225 ნახვა

—
1
სოფლის მიმნდობთა ბოლო აქვთ შხამად,
ლხინი, შექცევა თვალისა წამად.
2არა ერთხელ სიჭაბუკე დაუთრთვილავს სიბერესა.
არა ერთხელ ბედის დილა შეუცვლია შავ ღამესა.
3გვედრი, თვით მიხვდე, - მიკვირს, ცნობა მეძნელებიან,
რასაცა მარად თვალნი ჩემნი გეუბნებიან.
4შენთვით ხელობა თუ ვინ მიზრახოს,
რაბამათ შერცხვეს, თუ თვალით გნახოს.
5თუ დიდი ლხენა ან ჭმუნვა გვამიზეზებდეს სიკვდილსა,
ვითღა რჩეს სული მოყვსისა, თან მხლესა ანუ შორქმნილსა.
6სამოთხის შვება რამ მაცნობა, - მითხრაცა ენამ,
იმასთან ყოფნამ, მისმან ჭრვეტამ და მისმან სმენამ.
7კვლავ მარად ჩემსა სურვილსა იმედი წინ უძღოდა,
აწ სურვა გულსა კვლაებრ სწვამს, მაგრამ ვარ უიმედოდა.
8ვინ იცის ჩემნი ტანჯვანი ბნელი დღისა თუ ღამისა,
ტრფობისა კიდე რა შესწამს? მიზეზიცა ვსთქვა ამისა.
9ოდენ ხმა შენი მესმოდეს, ოდეს შენს სახეს ვხედვიდე,
ესე რომ მწყურდეს ამისთვის რას ვგმობდე, ან რას ვცოდვიდე!
10ვინც გიხილოს, ინატვრიდეს კვლავცა გნახოს, კვლავცა გნახოს.
გნახოს ცნობას ისურვიდეს და რა გიცნას შენთვის ახოს.

ჭავჭავაძე ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი