პოეზია · ლირიკა
სასაფლაოზე
ციმუჭი ჩაქრება შუქი კანკალითნისლების ქვემოთ, მაღალ ბალახშიშაეცოცდება ქვას ღრიანკალიდურგალი ქვაზე დადებს შალაშინსდა გააბოლებს მწარე პაპიროსს.ნისლებისა და ცაცხვების ქვემოთუბრალო ხისგან ჯვარი იკვრება,რომ ვიგრძნოთ შუქის და მიწის გემოდა წებოვანმა ჩვენმა ფიქრებმაცისკენ ახედვა რომ დააპირონ.აქ, ნისლების და ცაცხვების ტბაშიგრძნობ, რომ წყალივით გწყურია ღმერთი,არც არაფერი არსებობს შენთვისელემენტებად და ხავსად დაშლილსარც ღრიანკალის გესმის სისინი.მე ვდგავარ, თითქოს წამსვლელი არ ვარ,თითქოს განგება ჯერ კიდევ მაცლისრომ მივხვდე: ცა ვარ, მატლი თუ კაცი,დურგალი ქვაზე იფერთხავს შარვალსდა სამი ჩამპალ კბილით მიცნის.