პოეზია · ლირიკა
პარანოია-1
"კაცები და ძაღლები პატივს სცემდნენ, ასევე ქალებიც"ხ. ლ. ბორხესი
საღამოვდება.ინთებიან ლიმონივით ნათურები.მერამდენედ გაურბის ცოლირომელიც უყვარდა;მეზობლის ქალს შესჩივლა მუდარით -ქინძისთავებით მჩხვლეტსო ღამღამობით.არაყდაულეველი, მშვიდი ქმარი;თურმე მთელი თვე დასდევდა ჩუმად,ეგონა, ცოლი მღალატობსო.ერთხელაც, გარეთ გამოაგდოქალი - ნამუსახდილი კუნეგონდა,რომელიც ტიროდა.დაიბნა უბნის პოლიციელი,ვერაფერი უშველეს მაინც.ღამეს ღამურები ჰკიდია იღლიებქვეშ:თავს გაქცევით უნდა უშველოსლამაზმა ცოლმა -ყმაწვილქალობაში ნაჭრებს რომ იტენიდაბიუსტჰალტერში.დილით ერთად შესანსლეს საუზმედა გაიყარნენ.