↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ბევრი იმოგზაურა მეზობლის ქათამმა

კვანტალიანი სოფიკო

2010-08-121 წთ საკითხავი814 ნახვა

—
"what a b what abwhat a beauty...what a be be be be be"K. Schwitters
ბევრი იმოგზაურა მეზობლის ქათამმადა საბოლოოდ დასვაცელულოზის ცაზედიდი და ნათელი კვერცხი.ახლა შეგიძლია იფიქრო შენც -ბიოსფეროს ნაწილო,იმაზე, რომ მიზეზთა გამოყველაფერი შეიძლება მოხდეს,თუნდაც ის,რომ ერთ მშვენიერ დღესმთელი გრენლანდია -უზარმაზარ წყლის ავზად იქცეს.მაგრამ ნურაფრის შეგეშინდება,რადგან მოსალოდნელი კაცობრიობადედაკაცის ბოლოკაბის ქვეშ იმალება;შენს წინ გაიელვებს მორიგი მორწმუნე(ინფანტილური სასქესო ორგანოთი)პატივი ეცი მას,თუნდაც იმიტომ, რომ ოდესღაცცნობილი სილუეტოგრაფი იყო,ან თავგამოდებული ექსტრემისტი...ვაუ, ვაუ! - ძაღლის შეძახილზეგაირღვა გიგანტური კვერცხიდა ყვითრით სავსე მზე გაჩნდა.

კვანტალიანი სოფიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი