პოეზია · ლირიკა
პარანოია-2
ის ნამდვილად დაავადებული იყო.დაუმეგობრდა ხეიბარ მწერალს,რომელთანაც კაწრავდა სიტყვებს.მისთვის უმნიშვნელო იყოსამყაროს ჰიპნოზირებული ბურთი,რომელშიც მისი ცოლი ცხოვრობდა.საღამოობით ერთად დადიოდნენ -ქაღალდის ყვავებით -და აი, მივიდნენ ქალაქში,რომელსაც ერქვა "ჭრელი ძროხა":დარჩნენ ფეხშიშველნისიტყვებისა და ქრომოსომების ამარა.მათ ეძინათ ერთადდა ესიზმრებოდათ პრეისტორიული ადამიანები;მათთვის ადგენდნენ კანონებსდა საგადასახადო ტარიფებს,ნაცვლად რომ ცივილიზაციის გემო ეგრძნოთ.მათ აუწყებდნენ სიახლეს,რომ მითები - ზღაპრებიადა ბევრი რამ ზღაპარიაამ ჰალუცინაციური ცის ქვეშ.