↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * არ დაგრჩეს ბავშვი ღია ცის ქვეშ

კვანტალიანი სოფიკო

2010-08-121 წთ საკითხავი810 ნახვა

—
"I am not cruel, only truthful -The eye of a little god, four cornered"S. Plath "mirror"არ დაგრჩეს ბავშვი ღია ცის ქვეშ -თვალებს ამოკორტნიან თეთრი ფრინველებიშენს პატარას.წკაპ, წკაპ! ყურძნის ნაყოფებივით ჩასლიპინდებამათ ცერბერულ ჩიჩახვებშიგულუბრყვილო შენი პატარისცილოვანი სხეულაკები....მწიფე მსხალივით დაეკიდა მთვარე -კარის სახელურებს,მავთულებს,თითქოს საცაა უნდა ჩამოვარდეს(!)ღიად დარჩენილი დერეფნიდან კი მოფრინავსნევრასთენიკი დედა -კივილით:ნუ დატოვებ შენს პატარასღია ცის ქვეშნუ დატოვებ!

კვანტალიანი სოფიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი