↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პარანოია-5

კვანტალიანი სოფიკო

2010-08-121 წთ საკითხავი805 ნახვა

—
ქლიავის ჩირივით დაპატარავდა ნათურა.ჩაქრა სამყარო ფანჯარაში.რიტმულად... მან დაიძინა.ესიზმრებოდა მდინარეთა დედა -მისისიპის ფსკერი.შლამში ეფლობოდა და პირი ევსებოდა.უცებ, მოექცა თეთრ მბრუნავ წრეშითავდავიწყებით...(შლამიანი პირით)აგონდებოდა დედა და ტუჩებთან შემხმარი რძე(ლაქტალური სითხე);ამავე პირით იგი გრძნობდა მისისიპის სურნელს.წრეში საგანგებოდ გაჩხერილი:ტრიალებდა, ტრიალებდა, ტრიალებდა -რიტმულად, რიტმულად...ბლუმ! ამოტივტივდა.გამოფხიზლდა (!)ნათურა დიდი, მწიფე ქლიავივით ეკიდადა თითქოს ისიც ნერვიულად ფეთქავდა!პოსტსკრიპტუმი:ყვითრით მდიდარ გიგანტურ კვერცხივითჩანდა მთვარე, ავადმყოფურად დასიებული.ჩვეულებრივ, ქალაქში, სადაც ცხოვრობდნენ მგლები,იქ, ადამიანებიც ცხოვრობდნენ (!)ნახევრად შეშლილი ადამიანები!..

კვანტალიანი სოფიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი