პოეზია · ლირიკა
პარანოია-4
ატლასის ყვავები მზისკენ მიფრინავდნენხშირი, უშურველი ფრენით;ლიანდაგზე კი მილიცლიცებდა ორთქლმავალი,რომელიც სტვენდა ელექტროჩაიდანივით:რიტმულად, რიტმულად...დადიოდნენ ქალაქები.ირგვლივ პატარა სახლებიც დადიოდა.მაღაზიებთან ეკრა ტკბილი მურაბის რეკლამადა ახლა რეკლამებიც დადიოდნენ:რიტმულად...ქალაქში დაქროდნენ სავაჭრო მანქანებიწარწერით "კაკამბო".მადაზე ჩაყლურწა ქერის ვისკი.გადასცდა და ხველებას მისდო თავი:რიტმულად, რიტმულად -ისევე როგორც ყელში ნემსკავგაჩხერილი კატა.ნერვული იმპულსი ტელეფონსაც მოედოდა დაიწყო ისტერიული რეკვა:რიტმულად(!).გარეთ გავარდა და ნახა -ხიდიდან როგორ ამოჰქონდათ გვამი,წყლის ფსკერიდან - ნაწლავებამოშიგნული...ზოგი რა ჭკვიანია მკვლელობის პროცესში,(გაიფიქრა)როცა მავანს საკინძის შეკვრაც კი ავიწყდება.ცაში გაისლიპინეს ატლასის ყვავებმა -მის ნესტოებთან დატოვეს საპოხისადა ბნელი სამყაროს სუნი;მზეს მიეფარნენ, მიქუჩდნენ ერთად,თითქოს შეთქმულად -შემოჰკრეს დიდი პლენარული ტაშიდა მზე ჩაქოლეს!