↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პარანოია-3

კვანტალიანი სოფიკო

2010-08-121 წთ საკითხავი809 ნახვა

—
ქუჩის ძაღლებისაგან დასახიჩრებული,ვეებერთელა ჩემოდნით მოდის -იღლიაში ქაღალდამოჩრილი,გაუკუღმართებული, უმსგავსო ქმარი.ახლა ინექციები დასჭირდება უთუოდდა მასზე გაილესავს კბილებს მთელი თერაპია.საკუთარ სადარბაზოსთან შეჩერდა,მოაგონდა, როგორ დარბოდა ბავშვობაშიდა აგროვებდა ჭუჭყიან ბოთლებსუმცროსი ძმების ყელის ჩასაკოკლოზინებლად.(რა კეთილი იყო მაშინ).გაიფიქრა. რა შორს წასულა!?პატარა ბიჭებს ხელში უჭირავთჯოხზე აცმული ნაწლავებგადმოყრილი მტრედი.გაიქროლეს მის წინ და გაქრნენ.ძველი ჰაერი გამოდენა ოთახიდან -პნევმოთერაქსიანი ცალი ფილტვი დაიცალადა ჰაერით ისევ გაივსო.რიტმულად, რიტმულად.შეანჯღრია ღვთისმშობლის ხატი -დაბრუნება ამცნო.შემდეგ თავი გაყო ფანჯარაშიდა გაუჩინარდა.

კვანტალიანი სოფიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი