↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზღვამ აგრე იცის

აბაშიძე გრიგოლ

2026-07-181 წთ საკითხავი6570 ნახვა

—
ზღვამ აგრე იცის,ქარიშხალი ყალყზე შედგება,აიჯაგრება დამრისხანედ დაიგრაგნება,ამოყრის ყველა სიბინძურესსიღრმეში დანთქმულსდა გეგონებათვითონ ფსკერი ამოტრიალდა.
ზღვამ აგრე იცის,ქარიშხალი როგორც ჩადგება,დაცხრება ღელვაცდა გაქრება ტალღებთან ერთადქაფი და ჭუჭყი,ზედაპირზე ბოღმად მომდგარი.
ზღვამ აგრე იცის,დამშვიდდება ქარიშხლის შემდეგ,განებივრებულ კატასავითფეხქვეშ გაწვებადა განაახლებს მომხიბვლელადლაჟვარდი ლივლივს.
და რომ ჩახედავგამჭვირვალე, კამკამა სიღრმეს,ისევ ბავშვივით დაიჯერებ,რომ ფსკერზე, მართლა,მარტო მარჯნის დამარგალიტის საუნჯენია.
ზღვამ აგრე იცის,თურმე ხალხსაც ასე სცოდნია,ქარიშხალივით აიშლება;ყალყზე შედგება,სულში დალექილ სიბინძურესგაცოფებულიამოყრის მაღლაშემზარავად, გულისამრევად...
და როცა ნგრევითგულს იჯერებს, გაოგნებული,დაცხრება, ისევძველ სიმშვიდეს დაუბრუნდება,და, რაც მშვენება ჰქონდა ადრე,ერთიათასად გამოაბრწყინებსმთელი ქვეყნის თვალგასახარად.
ზღვამ აგრე იცის,თურმე ხალხსაც ასე სცოდნია...
აბაშიძე გრიგოლ

აბაშიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი