პოეზია · ლირიკა
თბილისი
ნუ დაუჯერებ ზღაპრად მოთხრობილს,მაგრამ ეს ლექსი არის ნამდვილი:მე დაჭრილი ვარ, როგორც ხოხობიდა თბილისში ვარ ჩამოვარდნილი.
მე ისე ლექსს რა გამაბედვინებს,გულში თუ ტრფობის ქარი არა ქრის.მიწა სჭამს ყველა ჯალალედინებს,მიწა კვლავ ბრწყინავს თბილის-ქალაქის.
და დილით, მზე რომ გააღებს ცისკარს,ერთ სხივს ჩემკენაც გამოაგზავნის,მე მზის სხივის და თბილისის ხნის ვარ,მეც გაჩენილი ვარ გორგასალის.
მეც არ ვუჯერებ ზღაპრად მოთხრობილს,მაგრამ ეს ლექსი არის ნამდვილი:მე დაჭრილი ვარ, როგორც ხოხობი,და თბილისში ვარ ჩამოვარდნილი.