↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თვალი ცქერით, გული ძგერით

აბაშიძე გრიგოლ

2026-07-181 წთ საკითხავი6574 ნახვა

—
თუ ვღონდები, რაღად ვმღერი,მთმენი ჭირთა ათასფერთა?!ვერ გავაძღე თვალი ცქერით,გული ძგერით არ დაბერდა.
საგალობელს უწყობს კილოსცალკე გული, ცალკე თვალი,გაღვივებას კიდევ ცდილობსფერფლწაყრილი ნაღვერდალი.
ისევ ელის აფეთქებას,ისევ ელის ახალ ელდას...და სიმღერაც არ ბერდება,რაკი გული არ დაბერდა!
აბაშიძე გრიგოლ

აბაშიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი