პოეზია · ლირიკა
თუმც უნაპირო გაქვთ მიწა-წყალი
თქვენ მიაღწიეთ მიზანს სასურველს,თეთრო ვეშაპო, შავო ურჩხულოჩვენს მოსასპობად სხვები აღჭურვეთ,თავს დაგვახვიეთ ყველა ურჯულო.
შემოგვასიეთ ყველა მზაკვარი,სისხლის წყურვილით მხეცი აღანთეთ...იწვის ქართველი ბავშვის აკვანიდა ჩვილის სისხლი ღმერთს შეჰღაღადებს!
ქარი ქრის, მთებში გზა დათოვლილა,ისმის მოთქმა და წყევლას უთვლიანმათ, ვინც აქცია მკვიდრი ლტოლვილადდა ამოძირკვა დედა-ბუდიან.
თუ წყევლა-კრულვა ხალხების ახდა,ნათელი როგორ უნდა იხილოთ?!თქვენ საპყრობილე აშენეთ ხალხთადა არ გრცხვენოდათ, ვაი სირცხვილო!
სულ სხვის მიწაზე გეჭირათ თვალიდა შიშს სთესავდით ხიშტით, შეტევით,თუმც უნაპირო გაქვთ მიწა-წყალი,მაინც არ გყოფნით და ვერ ეტევით.
კმარა! სისხლიან ხელს ნუღარ იწვდით,შველას, მშვიდობას ყველგან ითხოვენ...და თქვენც გაძღებით ბოლოს იმ მიწით,მიწით, რომელიც შეგჭამთ თვითონვე!