პოეზია · ლირიკა
ბოშა ქალი
და რა ქალი?! ხელის გულით სატარები...რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი...ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები...შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი...მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის,ეტყვიან და... ისიც ეტყვის ურიგოს...ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური:-მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!..ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი,განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს?მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალისტვენით მიდის პორტის სანაპიროზე...