პოეზია · ლირიკა
* * * ყოველ ღამით ვბრუნდები სახლში
ყოველ ღამით ვბრუნდები სახლში,სადაც შავ ნათურასავით ჰკიდია შაშვიჩემთვის გაჭრილ ოთახს;ჩემს მიღმა კაცებივით დგანანშავი ხეები,ხეებზე კი უამრავი -ფითრი.ოთახში სდუმან ჩინური ჩიტის ფიტულები -ვდგავარ ხელგაწვდილი მათ წინაშედა ვევედრები გამომართვანხელოვნურად განაყოფიერებული კვერცხები. . . . . . . . . . . . .და ვხედავ,როგორ თანდათან ტუმბავს ღამურა ჭიქიდანჩემთვის განკუთვნილ რძეს.