↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დრო, მამა და მე

მამედლი იმირ

2026-07-181 წთ საკითხავი7749 ნახვა

—
დრო, დრო არ ითმენს,დრო მამაჩემივითაა,ერთთავად ჩქარობს.მამაჩემი დროს უფრო ჰგავდავიდრე - მამამისს.სუფრას არასდროს შემორჩებოდა,ჩაის მდუღარეს სვამდა ყოველთვის,სათქმელს არც თვითონ ამთავრებდა დაარც შენ დაგამთავრებინებდა,გასაგებია, საქმეს მივხედოთ,გეტყოდა უცებ.სწორედ ამიტომასწლიანი თვისი სიცოცხლეშუა გზაში შემოელია.ეს იგივეა,სამი დღე-ღამის სავალი გზა რომთვითმფრინავითსამ საათში დაფაროს კაცმა.
მამაჩემი დროს უფრო ჰგავდავიდრე მე-მამას;მე კი დროის ანტოპოდი ვარ.დროს ხომ ჩემსავით არ ეხერხებამხართეძოზე წოლა და ფიქრი,ფეხის ფეხზე შემოდება და ჩუმი ბაასი,არ ეხერხება არც ყოყმანი,არც უაზრო დაგვიანება.სწორედ ამიტომასწლიან ყოფას, ლამაზ სიცოცხლესორას წლამდე ვერ წელავს იგი.
დრო, დრო არ ითმენს.დრო მამაჩემივითაა.მე კი ვითმენ დადროს ისე ვწელავ,როგორც რაგატკას.რათა ვესროლოდენის მავთულზეფეხათრეულზარმაც ბეღურას.

მამედლი იმირ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი