↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დუმილი

მამედლი იმირ

2026-07-181 წთ საკითხავი7753 ნახვა

—
მთელი ხმით ვდუმვარ,ვდუმვარ ყველა სიტყვით და ფრაზით,ვდუმვარ მთელი გულისწყრომით,ბოღმით და ბრაზით.ვდუმვარ თურქულით,ქართული და რუსული ენით,სამ ენაზეა,სამმაგი დუმილი ჩემი.ოდეს ვუბნობდი ხან რუსულით,ხან თურქულით, ხანაც ქართულით,სამივე წვერით დუმილში ვარჩაწნულ-ჩართული.ხალხს ერთ ენაზე უჭირს დუმილი,მე სამ ენაზე ჩავიკმინდე ჩასაკმენდელი.ისე ვარ, როგორცღამურებით და ქვეწარმავლებითამოგლესილი საყდრის კედელი.მე გაყურსული ჭექა-ქუხილი გახლავართ ამ ცის,და ისე ძლიერ ვდუმვარ მთელი ხმით,როგორც მთელი ხმით იღრიალებდაოჯახში კაცი.

მამედლი იმირ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი