პოეზია · ლირიკა
ქართველობა
რეზო ჩხეიძეს
როცა კვნესის გული, სულიცდა თვალები გეწვის ცრემლით,როცა შველას გთხოვს მამულიდღევანდელი და ის, ძველიც,როცა გიჭირს შინ და გარეთდა ქვეყანა ჩვენი გოდებს,ღმერთმა ნუ ქნას,სადმე ქართველსქართველობა არ უნდოდეს.
თითქოს ვერ ხარ ის, ვინც იყავუარესობს დღე და წელი,დაიწყევლი ბედს თუ იღბალსსამშობლოს კი ვერ დაწყევლი.სამყოფელი ბევრჯერ გვართვესგვიბუგავდნენ ტაძარს, ოდებს,ღმერთმა ნუ ქნას,სადმე ქართველსქართველობა არ უნდოდეს.
ობოლნი ვართ _უთქვამს მწერალს,გვიან ცხვება კვერი ობლის,ჩვენი ენა არის რწმენა,რელიგია ერთად ყოფნის.მუსლიმ ძმების ვზიდავ დარდებს,სიტყვა ართვინს თქმული მომდევს,ღმერთმა ნუ ქნას, სადმე ქართველსქართველობა არ უნდოდეს.
შენი შუბლი _ ფიქრის კალო,გული _ ნატვრის ოკეანე,ითხოვს: _ ქვეყნის სუნთქვისქარო,მომეფარე, მომეთბუნე.საქართველო თუ სულ თან გდევსშეცვლი დროსაც დაუნდობელს,ღმერთმა ნუ ქნას,სადმე ქართველსქართველობა არ უნდოდეს.
1994