↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქართველთა ელჩი ანკარაში

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52772 ნახვა

—

რეზო ბაქრაძეს, ბუტა გაბესკირიას, ანკარელ იალჩინ და ნაზმიე ხალვაშებს.

ჩვენს წარსულს ბედი ისე მოექცავთქვი, _ ისტორიას აღარ გადავშლი,მაგრამ არ ვჩივი, რადგან მოვესწარ, _ქართველთა ელჩი ზის ანკარაში.
ვატყობ სხვა დროის ფერისცვალებისსხვა აწონვაა, სხვა ანგარიში,ჩვენებურს ელვა უკრთის თვალებში, _ქართველთა ელჩი ზის ანკარაში.სადღაც შორიდან ატეხეს რეკვა,თურმე დამეძებს ვიღაც ხალვაში,იქნებ ღმერთმაო შემყაროს, ეთქვა, _ქართველთა ელჩი ზის ანკარაში.
ხმა უკვე ბევრმა გაიღო ბევრგან,ვგრძნობ ტრაგედიის წყდება თამაში.წვეთად მიგორდა ბგერასთან ბგერა, _ქართველთა ელჩი ზის ანკარაში.
მთელი საელჩო კიბეზე შეგვხვდა,სიჩუმეც გალობს, _ ალბათ გადავრჩით.ვთქვი, _ ახდეს ასე ყოველი, ღმერთო, _ქართველთა ელჩი ზის ანკარაში.
1997
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი