↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი

იაშვილი პაოლო

2026-07-181 წთ საკითხავი6671 ნახვა

—
მაგ თვალთა ცქერას უხარია მწველი სახე მზის,შენ გსურს იწამო გრძნეულ სიტყვის მეფური ძალა..მძინარ მიდამოს მწუხრის ჩადრი ჩამოეცალადა გაჩნდა მხარე გამარჯვების და განახლების.
ლალის კოშკები, სიდიადე ზღაპრულ სახლების,რაც გვაწამებდა, ყველაფერი მზემ გამოცვალა!შენ უცნაურის სამსახური აიღე ვალიდდა მეც მომესმა ხმა ძვირფასი, ხმა შეთანხმების.
ოცნებით სცხოვრობ, ოცნებაში შენი ძმა ვარ მე,მიჰქრი უშიშრად მოყვარული ღამის მხედარი.გაგიჟებულ ფიქრს ოქროს სიტყვით ხიბლავს მალარმე,
არ არის შენთვის გზა ბნელი და გაუბედარი,ატაცებულ სულს სურს, მგოსანო, მარად იქროლო...ჩემი სონეტი, შენ,-ძვირფასო ძმაო და ტოლო.
იაშვილი პაოლო

იაშვილი პაოლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი