↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სევდიანი ზურმუხტი

იაშვილი პაოლო

2026-07-181 წთ საკითხავი6671 ნახვა

—
ნოხთა ყვავილებს გადაესხა ოქროს სასხური,მაგრამ დედოფალს ჯერ არ სძინავს და თეთრად ელის,პირამიდებში გაიფანტა ნისლი სიბნელისდა ლიდევ ერთხელ მოშვილდაობს მეფის მსახური,დღეს სხვანაირი: ფერწასული და უსახური.მოჰქრიან ხმები საშინელი გასაგონები:“მოგვიკლეს მეფე” და ატირდნენ ბნელი მონები,დარბაზში კრძალვით შეასვენეს მბრძანებლის რახტი,ღამისფერ ფარჩით შეიმოსა ფირუზის ტახტი.
ღრმა ღამეებში თეთრ ლანდივით შესახედარისწუხს დედოფალი: დაფანტულა ფიქრი მრავალი;საზღვრების იქით იხედება მისი მხედარი,მაგრამ არ იცის ნათელი გზა იქ წასავალი.და მძინარ დარბაზს თითქო ნაზად მიეპარება,სანთლისფერ ლოცვით აჩქარებას მეფეს ჰპირდება,მაგრამ ჩქარი მზე შორეულ ლანდს მიეფარებადა დაღალული მეოცნებე კვლავ ატირდება.
აღმოსავლეთის ძვირფასი ქვა, თეთრი მადონადილით ირთვება ელვარებით და სიძვირფასით;მაგრამ იჩოქებს დეოფლის წინ ასული მონა,ფრთხილად აგროვებს ზურმუხტის ცვრებს იისფერ თასით.და ყოველ ღამის ამ ცრემლებში პირდაბანილი,კრძალვით შეხვედრა ჩუმ დედოფალს მეტად უხდება.და როცა მოვა სურნელება მზით მოტანილი,ემჩნევა სახეს საკვირველი გაზურმუხტება.
საზღვრების იქით გზა არ ინახება,რაც უნდა ბევრი ღამეები ცრემლებით თვალო!ძველ სიმღერებში შენი მუდამ წმინდა სახებათეთრ პილიგრიმებს შენახული აქვს დედოფალო!როცა არაბი ჰფანტავს სილას აელვარებულს,იგონებს როგორ ლოცულობდი და როგორ სწუხდი,და იმ სიმღერას, მარად ახალს და შეყვარებულს,პირამიდებში სერვდიანი, - ჰქვია, -ზურმუხტი.
იაშვილი პაოლო

იაშვილი პაოლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი