↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამი ტკივილი

იაშვილი პაოლო

2023-11-172 წთ საკითხავი3015 ნახვა

—
სარჩევი 5
  1. *
  2. *
  3. *
  4. *
  5. *
როდესაც ბებერ ფიჭვს პირველიტოტი შეახმა, მან შეამჩნია,რომმის ახლოსწამოიზარდა ორი მისი შვილი - პატარა ფიჭვები.მან ამაყად გადახედა მტკვარსდა უხაროდა,რომმის ტოტზე იმ დილას ბევრი ფრინველებიისხდნენ და გალობდნენ.

*

შვილები გაიზარდნენდა ყოველ დილასთავის ტოტებითეხებოდნენ საყვარელდედას:„დილა მშვიდობის!“

*

ტყის მცველმაშეამჩნია ორი ლამაზიდა უბრძანა დარაჯს:მოსჭერით ბებერი ფიჭვი,ძირდამპალია,ჯანმრთელ ხეებს უშლის ზრდას.მოსჭრეს.დედა ისე წაიქცა, რომ არც ერთ შვილს არ ატკინატოტი.მაგრამ ეს იყო მათი პირველი ტკივილი.

*

აბასთუმანში სააგარაკოდწავიდა ახალგაზრდა ჭლექიანიპოეტი.როდესაც ტყეში სეირნობდა,მივიდა ტყუპებთან,და რადგან უყვარდა ორი ახალგაზრდა ქალი -მაია და მარინა -ერთ ფიჭვზე ამოჭრამაიას სახელი,მარინასი - მეორეზე...ორი ნიბლია აძლევდა მისამართს ამხანაგებს:ერთი ამბობდა: - მე ვცხოვრობპირველ სართულზე, „მაიას“ მარჯვენა ტოტზე.მეორე:- ვცხოვრობ „მარინას“ პირველ ტოტზე, აღმოსავლეთით.

*

ხე არავის არ ეცოდება,მით უმეტესქარხნის პატრონს -ფიცრის დამხერხავს.მან იჯარით აიღო ის ტყე,სადაც ტყუპები იზრდებოდნენ,და აპრილში,როდესაც მტკვარი მოდიდდა,მოსჭრა ორი ფიჭვი,ორივე გაატიტვლა,გადახერხა,და სხვა მეზობლებთან ერთადშეკრა ტივად.ეს იყო მეორე ტკივილი.ერთად ტიროდნენ,რადგან ტივშიერთად მოხვდენენ გადაბმული.- დაო, ნუ დამტოვებ,ჩამეკარი,ტივი თუ დაინგრეს,ნუ მომშორდები, ერთად ვიცუროთ,შენ თუ კასპიის ზღვაში წახვედიდა მე დავრჩი თბილისში,ერთმანეთს ხომ ვეღარ ვნახავთ.ერთად დაგვხერხონ.
(გზაში ტივი დაინგრა).
ტყუპები ერთმანეთს დასცილდნენ,ის იყო მესამე ტკივილი.როდესაც ერთი დამიათრიეს ქარხანაში,მანმეორე დის ამბავი ვერსად გაიგო!დაუწყეს ხერხა.ყველა ფიცრები ერთმანეთზე დაალაგეს.შემდეგ გაგზავნესქალაქში,ახალისახლისკედლებისათვის.

*

უკანასკნელადერთმანეთსშეხვდნენკედელზე გაკრულები.ენატრებოდათ ერთმანეთი,მაგრამ ლურსმნები არ უშვებდნენ,ვეღარცერთმანეთს ხედავდნენ,ლურსმნისჭრილობებიდანყველასცრემლებისდიოდა.კალატოზმა დაიწყო კედლის შელესვა.დებს თვალები შეეკრათ, სული შეეხუთათ,შელესვა რომ გათავდა,აღარ იყო მეოთხე ტკივილი,იყო სამუდამო სიჩუმე:სიკვდილი.
1925 წ.
იაშვილი პაოლო

იაშვილი პაოლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი