↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სხვა... ყველაფერი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
სიცოცხლის აჩრდილსსული არ ერთვის,სხვა გამოძახილსვისმენ ყოველთვის.
მხიბლავს ეთერიდა ვმღერი... ვმღერი...სხვა ყველაფერიერთია ჩემთვის!
სასიყვარულოდგული აღარ თრთის,აღარ მიწოდებსნეტარება მთის.
შავ დემონს მივეფრთა მოტივტივედა ყოველივეერთია ჩემთვის.
ადრე წამერთვაალერსი ღმერთის,სხვა ღმერთს არც ვეძებ,არც სული ელტვის...
დღეს კი ვის ველი?დღეა ნათელი,თუ ღამე ბნელი -ერთია ჩემთვის!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი