↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ალბომიდან

ლადო ასათიანი 1917–1943

2015-09-121 წთ საკითხავი10103 ნახვა

—
ა.ვ.-ს.
რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,რამ დამავიწყოს ეს ალუბლები!იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ,ამ სიყვარულზე ვესაუბრები.
ვეტყვი, თუ როგორ გვიყვარდა ძველადჩვენ ტრფიალება წრეგადასული,თუ როგორ გაქრა ოცნება ყველადა მოგონებად დარჩა წარსული.
ვეტყვი, თუ როგორ გიყვარდა გულითფიროსმანი და თბილისის ღამე,ლაჟვარდოვანი მტკვარის დუდუნიდა მარტოობის მკაცრი სიამე.
ვეტყვი: რა მწვავდა, რა სატკივარი,მაღალ მთებს რისთვის გამოვექეცი,როგორ გაგანდე, ძვირფასო, ჯავრიდა კაცი ლექსად როგორ ვიქეცი,
ან შენს სახელზე ბერდანის ტყვიითროგორ დავკოდე ნადირი მხარში,რომ არ ვიცოდი მაცდური ტყვილი,რომ შეშლილივით მიყვარდი მაშინ.
ო მასაც ვეტყვი ვეტყვი ყველაფერს,რა კარგი იყავ და რარიგ ნაზი,რომ მხოლოდ შენთვის ავაფერადეჩემი სიმღერა და მუხამბაზი!
ო... მასაც ვეტყვი ძვირფასო, ცირა,როგორ გვდევნიდა ბედი ტიალი,როგორ გვიყვარდა შავი ზღვის პირასგასეირნება და ხეტიალი.
როგორ გვათრობდა ტალღების ნანადა სიყვარულით როგორ ვიწოდით...და ეს შარბათზე უტკბესი ხანარომ გაქრებოდა, რად არ ვიცოდით?!
ვეტყვი, რა იყო ის გაზაფხული,როდესაც შეგხვდი და შემიყვარდი,ოპერის ბაღში სიზმრად ნახული,აკაკის ძეგლთან გაშლილი ვარდი.
რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,რამ დამავიწყოს ეს ალუბლები?იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ,ამ სიყვარულზე ვესაუბრები!
1939
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი