↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ანდერძი

ლადო ასათიანი 1917–1943

2014-05-131 წთ საკითხავი4971 ნახვა

—
იყავი მუდამ ასე წარმტაცი,არ შეარცხვინო შენი მანდილი,გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი,შუაგულ ცეცხლში გადავარდნილი.
გეცვას ქართული კაბა, ქათიბი,წმინდა სამოსი ჩვენი დედების,იყავი მუდამ ასე ნატიფიდა ნურასოდეს ნუ დაბერდები!
რომ ის შორს მყოფი, სადღაც შენს იქითმაინც გხედავდეს ალავერდობასდა შენ გეტრფოდეს, როგორც ბესიკიეტრფოდა თავის ანა დედოფალს!
იყავი მუდამ შეუშიშარი,აწმყოსთან ერთად გწამდეს წარსული,და მოკვდი ისე, როგორც შუშანა,მოწამე არჩილ მეფის ასული.
ნუ მოისურვებ სხვა ქვეყნის ამინდს,გიყვარდეს მხოლოდ შენი მამულიდა თუ ტირილის დაგიდგეს ჟამი,მონახე ჩანგი და სალამური!
იყავი მუდამ ასე წარმტაცი,არ შეარცხვინო შენი მანდილი,გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი,ბნელ უკუნეთში გადავარდნილი!
1940
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი