↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა

ლადო ასათიანი 1917–1943

2026-07-181 წთ საკითხავი10111 ნახვა

—
ყველა ხევსური და ყველა სვანი,ქართველი ქალი თვალებმაყვალა,ჩემი თბილისი და ფიროსმანი,არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა,ცოცხალი არვინ არ მიიკარა,მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობდა ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.
ძილგატეხილი და არეულიჭიქა არაყით გაიხსნის მადას,მერე შეკრთება ვით მთვარეულიდა ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.
ქართული ზეცა, ქართული ზვარი,მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა...ჩემი თბილისი და ფიროსმანი,არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი