↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გული

ბერიაშვილი ბერდია

2002-07-121 წთ საკითხავი534 ნახვა

—
გადაუნერგეს კაცს სხვისი გული,მის მკერდში უკვე სხვისი გულია.დღეს ეს ამბავი სამყაროს უვლის,საოცრებაა, სასწაულია!ის ისევ ისე სუნთქვას და დადის,ის ცოცხლობს! – სიკვდილს ელოდა როცა.გაქრა წუხილი, ვაება, დარდიდა სხვისი გულით სხვის ხელებს ლოცავს.და მეც ვიფიქრე, როს დავრჩი მარტო,შენს სიმყუდროვეს რადგან ვერ ვუვლი,ვაითუ ერთხელ შენც მიღალატო,გადამინერგონ მეც სხვისი გული.დე, შემდეგ თუნდა ვიცოცხლო ას წელს,გაქრება ღელვა და აღტკინება.მე სხვისი გულით ლექსებს ვერ დავწერ,მე სხვისი გული არ მეტკინება.როცა მკერდიდან ამოგიყვანენდა წამართმევენ, ძვირფასო, შენს თავს,დადგება სიმწრის და კვნესის წამი,მაგრამ ვის უნდა უგულო კვნესა?!ო, ღმერთმა ნუ ქნას, ეს ბედი მერგოს,ამაზე ფიქრი სხეულში გამცრის,ვაითუ გული გადამინერგონ,გულბოროტი და უგულო კაცის.დაშრება ჩემი სიცოცხლის წყარო,დამეკარგება სიმშვიდე სრული.ან სხვისი გულით ვინ შევიყვარო,ვინ შევიძულო ან სხვისი გულით.ანდა, როდესაც დავრჩები ცალად,ვით ვუპასუხო საკუთარ კითხვას:_ სხვას გული რისთვის ამოვაცალე,მისთვის, რათა მე მეცოცხლა დიდხანს?!თუმც ეს წუთები ჯერ არ დამდგარადა თუნდა დადგეს დღე აღსასრულის,ვიტყვი: – სიცოცხლე არ მსურს ამგვარი,მომკლას ტკივილმა საკუთარ გულის.ისე კი, თუნდა ვიცოცხლო ას წელს,გაქრება ღელვა, წვა, აღტკინება.მე სხვისი გულით ლექსებს ვერ დავწერ,მე სხვისი გული არ მეტკინება.

ბერიაშვილი ბერდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი