↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქართველი

ბერიაშვილი ბერდია

2026-07-183 წთ საკითხავი531 ნახვა

—
უცებ ცხელ გულზე დამადგეს ფეხი,როცა მედეა მომგლიჯეს მკერდით.ძველი ქართულით, ნუსხურ-მთავრულითბოლნისის ქვაზე ჩემს ვარამს ვწერდი.
ხელში ბატის ფრთით, გაშლილ ეტრატზემე სიყვარულის პოემას ვწერდი.ჩემი ხატია, გულს მახატია:იყალთო, გრემი და ალავერდი.
ზედ გულზე შემდგა მე თემურ ლენგი,კოჭლი ფეხებით როცა გამთელა,მაშინ მამულის საკურთხეველზეჩემი თითები ენთო სანთლებად.
მე თავი მედო გატენილ თოფზე,მე ძილვფხიზლობდი, მე არ მეძინა.ხან თეირანში და ხან სტამბოლში,როგორც სამკაულს მყიდდნენ მე ძვირად.
ერთხელ ვარსქენმა თმებით მათრია,განუკურნები დამრჩა იარა.მაწამა და ვერ გადამარჯულა,მომკლა და კერპებს ვერ მაზიარა.
გაზით დამგლიჯეს ათივე ფრჩხილიდა წამებული მიწოდა ხალხმა,თუმც კაცი რაა, სიკვდილის წინაც,მე დაჩოქილი ვერავინ მნახა!
ჩემს დაჩოქებას ნურცვინ მოელის,უტეხი სული ჩემი განძია.ასე ავაგე სვეტიცხოველიდა გამოვკვეთე კლდეში ვარძია.
ჩემს თვითეულ ქვას სიმღერა ჰქვია,ჩემი ციხენი ძლევის ხმებია.გულში მრავალჯერ მომარტყეს ტყვია,ზურგში, - არც არვის უმიზნებია!
მე ტყვე ვიყავი ძალიან ხშირადდა არ ვიცოდი, რა იყო მონა.თან წამოვიღე ფერეიდანშიჩემი ქართული სიტყვების კონა.
ვერ ამომგლიჯეს პირიდან ენა:შანთით, წამებით, მუქარით, ძღვენითდა... მღერის მთელი ფერეიდანიქართულ ჩონგურზე ქართული ენით.
ვერ დამავიწყეს ჩემი მამული,ჩემებრ ტანჯული ქართული ენა,მტერმა ვერასდროს გადამაგვარა,მტერმა ვერასდროს გადამაშენა.
წიწამურს მომკლეს, ჰერეთს მაწამეს,მიჯაჭვული და მკვდრეთით აღმდგარი.ვუძლებდი ნგრევის წლებსა და წამებსდა ერთხელ მერქვა ჯურღაის ფარი.
ბევრჯერ მიმუხთლა ბედის სასწორმა,რამდენს გავუძელ, რა შემძლებია, -ჩემი სამგორის სამივე გორაჩემი სისხლი და ჩემი ძვლებია!
ამოვჭერ ქვაზე, ამოვჭერ ხეზედა ყოველივე გულზე სწერია!ამდენ ლეგენდებს და ამდენ ლექსებსსაქართველოზე მისთვის მღერიან.
თუკი სპარსეთის ტყვე მერქვა ერთხელ,ბერლინზე დროშა მე ავიტანე.და ვდგავარ, როგორც ალაზნის მუხა,ნაგრიგალევი ძლიერი ტანით.
მქონია დარდი, ენით უთქმელი,და არ ვქცეულვარ სევდა-წუხილად,მე ერთ დღეს ვშობე დიდი რუსთველი,საუკუნენი თავს რომ უხრიან.
ამირანის და არსენას დედა, -ვინ გამაკვირვოს შვილთა დიდებით,ცად და მიწად რომ მისი ხმა რეკდამე ისეთ ქართველს კიდევ გპირდებით.
მსურს კიდევ ახალ ხმებად დამრეკონ,გპირდებით ახალ დავითს და საბას.დე, კაბადონზე ცათა სამრეკლომათი დიდების ყვებოდეს ამბავს.
საუკუნენი მათ სადიდებლადყანწებით სვამდნენ ჩემს კახურ ღვინოს,მეც ვიდგე, ვიდრე ქართველს ქართველისნამუსის ქუდი არ შემერცხვინოს!

ბერიაშვილი ბერდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი