↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აკაკი გაწერილიას

ლადო ასათიანი 1917–1943

2014-05-131 წთ საკითხავი4970 ნახვა

—
* * *თბილისი, მაჩაბლის ქ. № 13, მწერალთა სასახლეძვირფასო აკაკი! როგორც მოგეხსენება, აბასთუმანში ვარ. თოვლი არაა, მოწმენდილი, მზიანი ამინდებია - გაზაფხულის ამინდები. რომ მოველოდი, ის „Суровая красота“ ვეღარ ვიხილე, სამი წელი არ ყოფილა აბასთუმანში ასეთი ზამთარიო, ამბობენ აქაურები. ჩემი ცხოვრება ამჟამად შემდეგნაირად მიმდინარეობს: ვხეტიალობ, ვთამაშობ ბილიარდს, ვკითხულობ და ვწერ ხანდახან „რაღაც-რაღაცეებს“. ცალკე ოთახი მაქვს დავარ ბერივით...შენი „შამილი“ წავიკითხე, მომეწონა. შესანიშნავი იქნება შენი დიდი წიგნი. შამილზე დიდი ხანია მინდა დაეწერო ლექსი, შენმა წერილმა ამაღებინა კალამი ხელში, მაგრამ...სხვა შენ როგორ ხარ, აკაკი? ვერლენის „Мудрость-ს“ ვკითხულობ, (შესანიშნავი წიგნი მაჩუქე, გასაგიჟებელი ლექსებია. ბრიუსოვის წერილიც ძალიან მომეწონა).თბილისში ამ თვის ბოლოს ჩამოვალ, მანამდი უნდა ვიმარტვილო აქ, მეტი ჯანი არაა, ძალიან კი მომწყინდა. ჩემს წიგნს თუ ეშველება რამე, ალბათ, იმ დროისათვის იქნება.მოგართმევ, სადმე თბილისის კაფეში რომ დავსხდებით „სამდურავებისათვის ამა სოფლისა“.იყავი კარგად და მაგრად.პატივისკვმით და მეგობრობით ლადო ასათიანი.
1. 3. 1941.აბასთუმანი
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი