↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კაფია (მიხეილ ერისთავს)

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2025-04-131 წთ საკითხავი12783 ნახვა

—
(ვუძღვნი მიხეილ გიორგის ძე ერისთავს)
ავიღ-დავიღე ცხოვრება,ჩემი შრომა და კაცობა;დიდ რამედ არ მიმაჩნია,ტანჯვა ჩემთვის არს გართობა.მოძმეთ კი დიდად მიიღეს,მომიხსენიეს ქებითა.ხარი ფერდ-ფერდზე მიკრულიგადახრეშილი ქედითა.აღარც თივაა ჩემთვისა,აღარც ბზე, აღარც ნეკერი.ქება ბევრია, უსაზღვრო,მხოლოდ სალამი ერთფერი.ამ ოინების მხილველსაჩამეცინება მწარედა:თუ მართლა კარგი რამა ვარ,რად გამომაგდეს გარეთა?!ღმერთმა დასწყევლოს ეშმაკი,ენას აუბნებს მცდარადა:„იმიტომ - მეჩურჩულება, -სხვა საქმით გიცნეს მდარადა,სხვა რამ გაკლია, სათვლელითქვენში დიდ ნაკლად მარადა.თუმც რაც დაგაკლო, უფალიდამნაშავეა თავადა:როცა პოეტად გბადებდა,რად აღარ გაგათავადა?!“ბეცავს „ფშავლობა“ რას გიშველს?ზურგს გუდა, ხელში კალათა!თავადიც იყო, - სიცოცხლესარ ჩამაჰლევდი შავადაგულ-მტკივნეული, კუჭითაცარ იქნებოდი ავადა.ყველა მზად იყო შენთვისა,მოსული თავისთავადა“.ეშმაკს უყურეთ წყეულსა,მაეჭვიანებს ძალადა!..ეს სთქვა მაცდურმა და გაჰქრა,ენა დაწურა შხამადა.მიფრინავს, მისი ხარხარიისმის მთად და ბარადა.
6 აპრილი 1910
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი