↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 24 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21576 ნახვა

—
მხატვრებად იქცნენ ეს თვალები, გნახეს ასულიდა მკერდში ფუნჯით ჩამახატეს შენი სურათი.ჩემი სხეულის ჩარჩოში ხარ ახლა ჩასმულიდა შიგ დარჩენი თვით სიცოცხლის დასასრულამდე.მხატვარს შემხედე, მე ვარ შენი გამომკვეთელი,dღეს ჩემი მკერდის სახელოსნოს ეგ სახე შვენის,გულში დავუთმე შენს სახებას მთელი კედელიდა მკერდს სარკმლებად დავუყოლე თვალები შენი,ჩვენი თვალები ერთმანეთის ვალში არ რჩება,ჩემმა თვალებმა შენ დაგხატეს ათასფერებად,შენი თვალები გამომადგა მკერდის ფანჯრებად.შიგ მზეც შემოდია შენი სახის მოსაფერებლად.თვალებმა მაინც სამსახური ვერ გამიწია,სახეს ხატავენ, გულისა კი არ იციან.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი