↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 23 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2026-07-181 წთ საკითხავი21578 ნახვა

—
როგორც მსახიობს, მეტისმეტი თამაშით გართულს,სიტყვა და აზრი ავიწყდება ხშირად სცენაზე,ანდა ავყიას, ბილწსიტყვობის მორევში ჩანთქმულს,ზედმეტი ლანძღვა შეაშრება ზოგჯერ ენაზე.
მეც ეს დამმართა მეტისმეტმა ვნებათა კრთომამ,მეც გამიმრუდდა სატრფიალო შნო და უნარი,და რად გიკვირს, რომ დავმუნჯდი და დავდუმდი, რომ ამზედმეტ სიყვარულს ზნე დააჩნდა დასაწუნარი.
მიტომაც ვსწავლობ გამოხედვით შენთან საუბარს,ამეტყველება ჩემმა მკერდმაც მიტომ ინება,როცა სიყვარულს კაეშანი ენას დაუბამს,სავედრებელი, ენის ნაცვლად, თვალს ეფინება.მე მხოლოდ მზერით შემიძლია გრძნობის გამხელა,ესღა შემომრჩა სიყვარულის გამომსახველად.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი