↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 22 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21575 ნახვა

—
სარკის არ მჯერა, არ გაჩნდება თმაში ჭაღარა,სანამდე შენში სიყმაწვილის თრთიან ფერები,მაგრამ თუ ჟამმა ეს სპეტაკი სახე დაღარა,სიკვდილს შეხვდები შენი ჭკნობით დანაბერები.შენი მშვენება მინდა დარცეს, როგორც ზღაპარი,რა დამაბერებს, ჩემი ტრფობა შენი ხნის არი,შენს მკერდში ჰპოვა ჩემმა გულმა თავშესაფარიდა შენი გულიც ჩემი მკერდის გახდა ხიზანი.თავს ნუ დაღუპავ, რომ სიტურფე, მზის სადარები,გადამირჩინო და უდროოდ არ მისცე მიწას,მეც შენი გული ხელისგულზე მაქვს ნატარებიდა ვუფრთხილდები, ვით პატარას მზრუნველი ძიძა.შენც დანაცრდები, ჩემი გრძნობა თუ დასამარდ,გული მაჩუქე, ნაჩუქარი აღარ წამართვა.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი