↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "წუხელ თოვლი მოვიდა"

ჯავახაძე ვახტანგ

2016-06-121 წთ საკითხავი27127 ნახვა

—
წუხელ თოვლი მოვიდა,ნეილონის თოვლი,არც ანტენა ირხეოდა,არც ხე,არც ფოთოლი.როგორც ლიფტში უცნობი,ისე შემხვდა დილითორი კვირის უნახავისაკუთარი ჩრდილი.ახლა უფრო ცხადად ვხედავნეილონის თოვლზეჩრდილის სახლებს,ჩრდილის ხეებს,ჩრდილის ანგელოზებს.ნეილონის თოვლიუფრო ანამდვილებსმაღალ-მაღალ ბიჭებივითმაღალ-მაღალ ჩრდილებს.მინდა სიტყვა,სიმართლედა სიმაღლე მინდა,ნეილონის თოვლივითაშკარა და წმინდა.მინდათოვლი წავიდეს,მაგრამ დარჩეს ასეთოვლის ნეილონი დათოვლის სილამაზე.წავალ,არც კი შევხედავმზის და ოქროს ზვინებს:ნეილონის თოვლისჩრდილში დავიძინებ.
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი