პოეზია · ლირიკა
მზის დაღი
ცივი ხარ. მე თავი მეცხელება.უჰ! სიცხე კი არ მაქვს,_ მზის დაღია.შუბლით დაგიკოცნე მეც ხელებიდა რაც კი ხელები მინახია,ყველაზე ლამაზი შენი არი!უკან ღვარცოფები ბოგინობენ.მე მათ შევაჩერებ. შენ_ იარე.მერე ღრუბლისფთილა ლოგინებიწვერზე გაშალე და დამელოდე_მთის. მთას საოცარი აურა აქვს.ჩემს მხარს შერჩენილი სამი ლოდიიქვე ჩამოვდგათ და ხამურაბის(თუნდაც) კანონები წავაწეროთ.მერე ჩავიძიროთ... ვმეორდებით:სამ შვილს ამოგვიყვანს სამი წერო,მეოთხე იქნება ცეროდენა.ყველა ჩამიფუთნე_ ეციება,ხომ იცი, მთა მაინც მკაცრი არი.ჯერ კი უცნაურად მეცივები.შენი ბერეთელიც კაცი არი_ცოტა მოეფერე...მომენატრე...