↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მთასწავალა ლექსი

ბერეთელი ნუკრი

2026-07-181 წთ საკითხავი5083 ნახვა

—
უფრო და უფრო იშვიათად, ძნელად მიხსენებ,როგორც კალაპოტარეული მტკვარი მადათოვს.ბარისახოსთან წამომადგა თვალზე სისველე,ამაღამ ალბათ ხახაბოს და ხახმატს გადავთოვ.
დავათოვ შენი პაპის პაპის ხავსიან საფლავს,ჟანგმიწანაჭამ საპირწონეს_ მარცხნივ სიათის.ჩემთვის ყველა დღე უშენო და ნავსია ახლა,და ყველა დილა_ უშენო და უხასიათო.
შენ კი იები დააღვიძე დილით ჭისპირასდა სამი შენი ციცქნა პეშვი წყალი მიართვი.მე ეს ცხოვრება შენით მწყურვალ სიკვდილს მიპირებს,და მეც_ დაღლილი ბედუინი_ დარდებს მივათრევ.
სადმე დამიტანს ხვალ ეგ დარდი,_ გახდა მთისხელა,ვინმე ბერ-დედა დამიტირებს, ვინმე აღათო...შენ ახლაც ასე იშვიათად, ძნელად მიხსენებ,როგორც აპრილში ამღვრეული მტკვარი მადათოვს.
ბერეთელი ნუკრი

ბერეთელი ნუკრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი