↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პატარა ვარ და რა ვუყო

ჩიკვილაძე მარი

2026-07-181 წთ საკითხავი7225 ნახვა

—
პატარა ვარ და რა ვუყო,ვერ ვიტევ გრძნობას ამ ღამით,თუ ვერ ვეყოფი სამყაროს,დამაქუცმაცეთ, დამყავით...
გუშინ ამანთეს სანთლებად,დღეს ფარდასავით დამკიდეს,დედოფლად ყოფნას ვნატრობდი,მონასავით კი გამყიდეს.
პატარა ვარ და რა ვუყო,ვერ ვჯობნი გრძნობას არეულს,თუ დღისით არსად გამიშვებთ,დავემსგავსები მთვარეულს.
ავმეტყველდები მუნჯურად,აღარ ვიქნები ჟღერადი,შავებს ჩაიცვამს ზეცა დაწვიმა წამოვა ფერადი.
პატარა ვარ და რა ვუყო,ვერ ვიტევ გრძნობას ამ ღამით,თუ ვერ ვეყოფი სამყაროს,დამაქუცმაცეთ, დამყავით...
ჩიკვილაძე მარი

ჩიკვილაძე მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი